"მივიღე ცოდნა და გავეცანი ინსტრუმენტებს, რომლებიც რეალურად გამოვიყენე ჩემს ყოველდღიურ სამუშაოში"
ინთიკამ ზეინალოვმა სმარტ აკადემიაში წარმატებით დაასრულა კურსი - HR მენეჯმენტი და რეკრუტინგის პრაქტიკა. ახლა კი შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
როგორ გაიგე კურსის შესახებ?
ორი წლის წინ ვმუშაობდი HR სპეციალისტად IT კონსულტაციის კომპანიაში, სადაც დღემდე ვარ დასაქმებული. ჩემმა უშუალო მენეჯერმა შემომთავაზა, რომ შემესწავლა IT & Tech რეკრუიტინგი, რადგან ჩვენი კომპანიის სერვისები და საჭიროებები ამ მიმართულებით გაიზარდა. მივიღე მისი რეკომენდაცია და დავიწყე შესაბამისი კურსის ძებნა. იმ დროისთვის საქართველოს ბაზარზე მსგავსი კურსები ნაკლებად იყო, ამიტომ გუგლის საშუალებით ვიპოვე სმარტ აკადემია, სადაც გამოცხადებული იყო ეს კურსი. ეს იყო პირველი ნაბიჯი ჩემი და სმარტ აკადემიის თანამშრომლობაში, რასაც მოჰყვა ჩემი დაწინაურება და დავიწყე მუშაობა უკვე IT & Tech რეკრუტერად. ამის შემდეგ, ჩემმა ხელმძღვანელმა კვლავ შემომთავაზა, რომ გამევლო მენეჯმენტის კურსი HR მიმართულებით და გადავწყვიტე, რომ კვლავ სმარტ აკადემიასთან მეთანამშრომლა. ახლა კი, ველოდები მენეჯმენტის მიმართულებით დაწინაურებას ახალი წლიდან.
რა ცოდნა მიიღე და რომელ ლექციას გამოყოფდი?
კურსზე უზარმაზარი ცოდნა მივიღე. განსაკუთრებით გამოვყოფდი ორგანიზაციული მართვის და შესრულების მართვის ლექციებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ამ ლექციებმა მომცა სტრატეგიული ხედვა, თუ როგორ ვმართო გუნდი ეფექტურად და როგორ დავნერგო შედეგზე ორიენტირებული კულტურა ორგანიზაციაში.
გაგვიზიარე შთაბეჭდილებები ლექტორების შესახებ
სმარტ აკადემიაში ლექტორები არიან ნამდვილი პროფესიონალები თავიანთ სფეროში. თითოეული ლექცია იყო პროფესიონალური და კარგად ორგანიზებული. ლექტორებმა არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც გაგვიზიარეს, რაც ძალიან გამოგვადგა რეალურ სამუშაო გარემოში.
რატომ იყო გამორჩეული სმარტ აკადემიაში სწავლა?
ყველაზე მეტად სმარტ აკადემიის პუნქტუალურობა მომეწონა. ყოველი ლექცია მიმდინარეობდა ისე, როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, რადგან გვაძლევდა სტრუქტურას და ვიყავით ორგანიზებული. მადლობა სმარტ აკადემიის გუნდის ამ ძალიან კარგი მართვისთვის.
კურსის გავლის შემდეგ, როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას?
კურსის დასრულების შემდეგ უფრო და უფრო ჩავერთე მართვის (მენეჯმენტის) მიმართულებით. მივიღე ცოდნა და გავეცანი ინსტრუმენტებს, რომლებიც რეალურად გამოვიყენე ჩემს ყოველდღიურ სამუშაოში. უკვე ვმონაწილეობ მენეჯმენტის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცოდნის გამოყენება ჩემი მომავალი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.
გაგვიზიარე შეხედულება სმარტ აკადემიის შესახებ
სმარტ აკადემია გამოირჩევა პროფესიონალთა გუნდით და უკუკავშირის ძალიან კარგად დანერგილი სისტემით. მათთან სწავლა გაძლევს მოტივაციას და საშუალებას, მიღებული ცოდნა რეალურ სამუშაოში გამოიყენო. აქ იგრძნობ, რომ ყოველთვის ღირებული ხარ და გეხმარებიან, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღო.თუ შენც დაინტერესებული ხარ ამ სფეროთი, მაშინ შემოგვიერთდი განახლებულ კურსზე: